ვინ ვართ ჩვენ

ჰოლდინგი ინტექსი შეიქმნა 2012 წელს და იგი თავიდან აერთიანებდა 2 ორგანიზაციას: შპს “ინტექს”-ს და შპს “დეა 2006”-ს, რომლებიც ცალკ-ცალკე დაახლოებით 10 წელია წარმატებით ანხორციელებენ სხვადასხვა სამშენებლო პროექტებს ქართულ ბაზარზე.

2014 წლიდან ჰოლდინგმა გადაწყვიტა გაეფართოვებინა საქმიანობა და დაეწყო დეველოპერული პროექტების განხორციელება, ამ მიზნით 2014 წლის ბოლოს დაარსდა ჰოლდინგის კიდევ ერთი წევრი ორგანიზაცია: შპს ინტექს დეველოპერი.

ჩვენი ჰოლდინგისათვის პრიორიტეტულია საქმისადმი პროფესიული მიდგომა, პროექტების დროულად და ხარისხიანად განხორციელება, რაც გამოიხატება მაღალი სამშენებლო სტანდარტების დაცვაში

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ საქართველოში მაღალი სამშენებლო სტანდარტების დანერგვას. ჩვენთვის ძალიან ფასეულია ურთიერთობები ჩვენს მომხმარებლებთან, სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევინარჩუნოთ პროფესიონალიზმი, პატიოსნება და ბაზარზე არსებული კონკურენტული ფასები მათთან ურთიერთობაში.